დავით მათიკაშვილი – სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა

Read Time:54 Second

ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი. ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ პროგრესს და წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო. მხოლოდ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ უნდათ, ეს ყველაფერი დაინახონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ფიასკოს განიცდის.

„რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას და მის ადმინისტრაციას, საზოგადოებას, რომ ეს იქნება გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთი ფიასკო, რომელსაც საზოგადოება დაინახავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობს.

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავს და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ვერ ახერხებს“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ალავიძემ არ იცის, რატომ საყვედურობს ოთარ დანელია
Next post პარლამენტის 100 წლის საიუბილეო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა