პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი “ბოდიშს მოგიხდით”

Read Time:26 Second

პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი გაიხსნა, რომელიც ბოდიშს მოგიხდით. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ინსტალაცია 12 მაისის მოვლენების გახსენებაა.

“ქართველი მოქალაქეების სახელით, თავისუფალ ქალაქში პარლამენტის წინ გადავწყვიტეთ რომ ამ გზით შეგვეხსენებინა, რა პირობები მიიღეს ერთი წლის წინ აქ და ამ ადგილას”, — ამბობს ორგანიზატორი თაკო სულაქველიძე.

კიდევ ერთი ორგანიზატორის, სანდრო ჯავახიშვილის თქმით, აქციების შემდეგ მიღებული ბოდიშის გასახსენებლად ბიუსტს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერისას შეგიძლიათ მინისტრისგან კიდევ ერთი ბოდიში მიიღოთ.

ბიუსტი პარლამენტის წინ ორი დღე დარჩება, ზუსტად იმდენი დრო, რამდენიც კლუბებში სპეცოპერაციის გამო პარლამენტის წინ აქციები მიმდინარეობდა.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჯაფარიძე: ამ ქვეყანაში სექსმუშაკებზე თავდასხმა ადვილია, რადგან მათი დამცველები არ არსებობენ
Next post ცხვირის ნესტოებში თმის გაზრდის ტრენდულობაზე ინტერნეტში ალაპარაკდნენ