ზურაბ ჯაფარიძე: ამ ქვეყანაში სექსმუშაკებზე თავდასხმა ადვილია, რადგან მათი დამცველები არ არსებობენ

Read Time:1 Minute, 20 Second

ახალი პოლიტიკურ ცენტრის “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კანაფთან დაკავშირებით მათ შეძლეს ის, რომ დღეს მის მოხმარებაზე წარმოდგენები შეცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მცდელობების გამო მათ არაერთი ხმა დაკარგეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, “გირჩის” მიზანი მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის დაწყებაა, რომლის შესახებაც დროთა განმავლობაში ადამიანებში, საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა გადაცემა “იმედი LIVE”-ს ეთერში თქვა.

“გირჩი” ისეთი ხალხი ვართ, რომ ხმების გამო უკან არ ვიხევთ და გვგონია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს არის კარგი თამაში”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. ჯაფარიძე ამბობს, რომ 2016 წელს როცა დაიწყეს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებების კეთება, მაშინ უფრო მეტი ფიქრობდა რომ ადამიანი კანაფის მოხმარებისთვის უნდა დასჯილიყო, დღეს კი ჯაფარიძის თქმით, წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, დაახლოებით 100-დან 99 უკვე ამბობს, რომ კანაფის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ხვდებოდეს.

რაც შეეხება პროსტიტუციის ლეგალიზებას, ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროფესიაა, “პატიოსანი შრომა”.

“ასე მგონია, რომ სექსს ვინც ყიდულობს ის უფრო მეტია საქართველოში, ვიდრე კანაფის მომხმარებელი”, – თქვა ჯაფარიძემ წამყვანის შეკითხვის პასუხად თუ რომელი უფრო მეტია საქართველოში.

“მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არის ორ ადამიანს შორის შეთანხმება, ადამიანები სექსით კავდებიან და ეს შეიძლება გააკეთონ ფულის გამოც, ისინი არ ძალადობენ ერთმანეთზე, შესაბამისად არც მე, არც თქვენ და არც პოლიციას და არც ხელისუფლებას უფლება არ აქვს ჩაერიოს ამ საქმიანობაში.

ეს ადამიანები, რომლებიც ამ სერვისს ჰყიდიან სტიგმატიზებულები არიან, მათზე თავდასხმა ძალიან ადვილია ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ მათი დამცველები არ არსებობენ, “ტეხავს მათი დაცვა” და შეიძლება რახან ჩვენ მათ ვიცავთ ამით ხმებს ვკარგავთ”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება შუალედური არჩევნებისთვის მზადებას, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ისინი აქტიურად ხვდებიან მთაწმინდის ოლქში მოქალაქეებს.

“ეს ხალხი რამდენად გულწრფელია როცა გვეუბნება, რომ გირჩს დაუჭერენ მხარს, არ ვიცი”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა სახლს დაეცა
Next post პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი “ბოდიშს მოგიხდით”