პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნი

Read Time:30 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასესიო დარბაზში დაასხეს გაურკვეველი ნივთიერება, რომელსაც მკვეთრი სუნი ჰქონდა და ვარაუდობს, რომ ამან გამოიწვია ალერგიული შეტევა.

“ზოგადად, ალერგიული ვარ, ნებისმიერ სუნზე, სუნამოს სუნზეც კი შეუძლოდ ვხდები,”- აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

დეპუტატმა არ იცის, რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში და აცხადებს, რომ არც ის დაუნახავს ვინ დაასხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მოხდა ინციდენტი მას შემდეგ, რაც დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი გამოჩნდნენ და მათ ხომ არ უკავშირდება ეს, ენძელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ მას ირმა ნადირაშვილი არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ ქებურია, თუმცა, არ იცის ვინ დაასხა ნივთიერება სასესიო დარბაზში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოზილმა 1000 ბავშვის ოპერაცია დააფინანსა და 100 ათასი უსახლკარო დააპურა
Next post პარლამენტის სხდომათა დარბაზში ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ