იოზილმა 1000 ბავშვის ოპერაცია დააფინანსა და 100 ათასი უსახლკარო დააპურა

Read Time:58 Second

ბრიტანულმა გაზეთმა „სანმა“ საინტერესო მასალა მოამზადა „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილზე.

ჩრდილოეთ ლონდონში, ფეხბურთელის სახლის სამზარეულოს კედელზე ჩარჩოში ჩასმულია მისი დედის წერილი: „მესუთ, არ დაგავიწყდეს, ამ სამყაროში შენ სტუმარი ხარ, როგორც ყველა დანარჩენი. ღმერთმა მოგცა ნიჭი, ოღონდ არა იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნო. თუ შენს სიმდიდრეს სხვებს არ გაუნაწილებ, შენ ჩემი შვილი არ ხარ“.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დროს, იოზილმა გაამხილა თავისი გეგმები ქველმოქმედებაზე, ხოლო გასულ ზაფხულს ყოფილ მის თურქეთთან ამინე გიულშესთან ქორწინების შემდეგ, იდეა ცხოვრებაში განახორციელა. ამის შესახებ განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ერქიუთ სოგიუთმა.

„მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის დროს მან მითხრა: „მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო. შევცვალო ათასობით ბავშვის ცხოვრება, გადავიხადო ათასი ოპერაციის ფული“.

მე ვუთხარი, რომ ეს მილიონები ეღირებოდა. მაგრამ მან მიპასუხა: „თუ მე დღეს არ გავცემ საკუთარ ფულს, მაშინ როდის გავაკეთო ეს?“ მესუთს რთული ბავშვობა ჰქონდა. დედამისი ორ ცვლაში მუშაობდა დამლაგებლად. მან იცის, რას ნიშნავს არაფერი.

მესუთმა მითხრა: „მისმინე, ერქიუთ, ძალიან ბევრ ფულს ვიღებ და არ შემიძლია ეს მარტომ დავხარჯო. გამიმართლა, რომ ფეხბურთელი ვარ. ამინე და მე საკუთარ თავზე ავიღებთ იმ ათასობით ბავშვის ოპერაციებს, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ“, – მოჰყავს „სანს“ერქიუთ სოგიუთის სიტყვები.

აგენტმა ისიც თქვა, რომ საკუთარი ქორწილის დღეს, ფეხბურთელმა თანხა გამოყო იმისთვის, რომ გამოეკვება 100 ათასი უსახლკარო ადამიანი თურქეთიდან და სირიიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ნიკანორ მელია „ქართუ ბანკს“ აკოტრებდა, ჩვეულებრივი კრიმინალები არიან
Next post პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნი