პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 14 დეპუტატით განისაზღვრა

Read Time:34 Second

პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 8 წევრიდან 14-მდე იზრდება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საბჭოს წევრთა გაზრდის აუცილებლობა პარლამენტში ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ფრაქციებმა განაპირობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში უკვე 7 პოლიტიკური სუბიექტი გვყავს. გამომდინარე აქედან წინადადება არის წარმოდგენილი ეთიკის საბჭოს შემადგენლობა გაიზარდოს 14-მდე, რათა უმრავლესობასა და ოპოზიციას საბჭოში თანაბარი წარმომადგენლობა ჰყავდეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებს მოუწოდა, დროულად წარმოადგინონ ეთიკის საბჭოს წევრთა კანდიდატურები.

„ეთიკის საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი შექმნის შემდეგ მას ფუნქციონირება არ დაუწყია. ყველა პოლიტიკური ჯგუფისა და ფრაქციისთვის ჩემი თხოვნა იქნება დროულად მოგვაწოდოთ კანდიდატურები, რომ ზაფხულშივე, მაქსიმუმ სექტემბრისთვის, ეთიკის საბჭომ შეძლოს საქმიანობის განხორციელება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა – მომავალ კვირაში მივიღებთ საარჩევნო კოდექსის მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც შეცვლის მიდგომას და აღარ იქნება საფუძველი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები
Next post ალეკო ელისაშვილი: გუშინ, დიდი კმაყოფილებით ვუსმენდი ნანატრ დისკუსიას – უკიდურესად განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები როგორ კორექტულად და კარგად სვამდნენ კითხვებს