კახა კუჭავა – მომავალ კვირაში მივიღებთ საარჩევნო კოდექსის მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც შეცვლის მიდგომას და აღარ იქნება საფუძველი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები

Read Time:1 Minute, 1 Second

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს რამდენიმე წუთის წინ უყარეს კენჭი. საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირა 95-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი წასულა. ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება მომავალ კვირაში, რიგგარეშე სხდომებზე იგეგმება.

„მომავალ კვირაში მივიღებთ საარჩევნო კოდექსის მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც შეცვლის მიდგომას და აღარ იქნება საფუძველი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არჩევნების შედეგები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე. კახა კუჭავამ სამუშაო ჯგუფს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონშემოქმედებით პროცესში მნიშვნელოვანია კონსტრუქციულობა.

„გუშინ განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ კრიტიკის, დისკუსიის მოსმენა, რაც ყველაზე მთავარია, კონსტრუქციულობის ნახვა, რომელიც ნამდვილად გვესაჭიროება, თუ გვინდა, რომ კონსენსუსით მივიღოთ კანონები. არ შემიძლია, არ გამოვყო და განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო შალვა პაპუაშვილსა და ლევან იოსელიანს, რომლებმაც ამ კანონპროექტზე მუშაობა, ამ რეფორმაზე მუშაობა ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყეს.

მედიისა და საზოგადოების ყურადღება პარლამენტის მიმართ ძირითადად მიპყრობილია, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხმაურია, თუმცა ხშირად იკარგება ის დიდი სამუშაო, რომელიც ტარდება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად დაუღალავი შრომით, რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვასრულებთ ამ კანონის მიღებას.

გარკვეული საკითხებია დარჩენილი, რედაქციული ცვლილებები და მესამე მოსმენით ჩვენ მომავალ კვირაში მივიღებთ ამ ნამდვილად მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ერთხელ და საბოლოოდ შეცვლის მიდგომას და აღარ იქნება საფუძველი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არჩევნების შედეგები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი მოსამართლეების დანიშვნაზე: დისკუსიებისა და განხილვების დროს, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება უნდა შენარჩუნდეს
Next post პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 14 დეპუტატით განისაზღვრა