კარლ ჰარცელი მოსამართლეების დანიშვნაზე: დისკუსიებისა და განხილვების დროს, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება უნდა შენარჩუნდეს

Read Time:18 Second

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა გაითვალისწინონ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების პირობები.

„დისკუსიებისა და განხილვების დროს, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება უნდა შენარჩუნდეს. ამ შეთანხმების ძალიან დიდი მიღწევა იყო ის, რომ დისკუსიებმა პარლამენტში გადაინაცვლა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სულისკვეთების გაგრძელება და შენარჩუნება. ევროკავშირისთვის, დისკუსიებისა და განხილვების პარლამენტში გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დიპლომატმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ
Next post კახა კუჭავა – მომავალ კვირაში მივიღებთ საარჩევნო კოდექსის მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც შეცვლის მიდგომას და აღარ იქნება საფუძველი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები