ალეკო ელისაშვილი: გუშინ, დიდი კმაყოფილებით ვუსმენდი ნანატრ დისკუსიას – უკიდურესად განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები როგორ კორექტულად და კარგად სვამდნენ კითხვებს

Read Time:55 Second

გუშინ კი ისტორიული გაოცება მქონდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. დიდი კმაყოფილებით ვუსმენდი ასე ნანატრ დისკუსიას და კამათს – უკიდურესად განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები როგორ კორექტულად და კარგად სვამდნენ კითხვებს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ კონსტრუქციული გახდა პარლამენტის მუშაობა და ამისთვის პარლამენტს მადლობას უხდის.

„ეს დღეები ვამბობდი, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ-მეთქი და გუშინ მქონდა ზუსტად ეს განცდა. პირველი რამდენიმე დღის წინ გავოცდი, მანკიერი ტრადიცია იყო ჩვენთან რომ, სახალხო დამცველი რომ მოდიოდა, ეძგერებოდა უმრავლესობა და ჯიჯგნიდა, გუშინწინ კი იყო ძალიან კორექტული, კრიტიკულიც, მაგრამ საქმიანი კითხვები და დამოკიდებულება.

გუშინ კი ისტორიული გაოცება მქონდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. დიდი კმაყოფილებით ვუსმენდი იმ კორექტულ და ასე ნანატრ დისკუსიას და კამათს. როდესაც უკიდურესად განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასე კორექტულად და კარგად სვამდნენ კითხვებს. გიორგი ვოლსკის ეკუთნის მადლობა გუშინ ასე ადამიანურად სხდომის წაყვანისთვის. ვფიქრობდი ჩემთვის, რომ შეგვძლებია ჩვენც, ქართველებსაც, უკიდურესად განსხვავებული პარტიების წარმომადგენლებსაც ერთ, კონკრეტულ ეროვნულ მიზანზე ასე კორექტულად ვისაუბროთ-მეთქი და ამისთვის ყველას დიდი მადლობა.

ხომ შეგვძლებია შუამავლების, ვაშინგტონიდან ჩამოსული ხალხის გარეშე დავსხდეთ და ვისაუბროთ. ამ მომენტს ველოდით ჩვენ, რომ ყველანი შევთანხმდებოდით იმაზე, რის გამოც ვილანძღებოდით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 14 დეპუტატით განისაზღვრა
Next post 1 დღე ჩვენს გარემოს