1 დღე ჩვენს გარემოს

Read Time:54 Second

“ჰელფინგ ჰენდის”  მოხალისეთა კოორდინატორის, ანა კუპრავას ინიციატივით, დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით: “1 დღე ჩვენს გარემოს”. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გარემოსდაცვითი მოხალისეობის ხელშეწყობას, მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება გარემოსდაცვითი ღონისძიებები, რომელიც განხორციელდება პერიოდულად,  მთელი ზაფხულის განმავლობაში. ეს ახალგაზრდებისათვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა იზრუნონ გარემოზე და, ამავდროულად, დრო სააინტერესოდ გაატარონ.

მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ, რომ მოხალისეობა ამ პროექტში შეუძლია ყველა მოზარდსა და ახალგაზრდას საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. მთავარი არის მოტივაცია და სურვილი, რომ დავასუფთავოთ და შევცვალოთ ის გარემო, რომელიც ჩვენს თემშია.

თქვენს ასევე შეგიძლიათ თავად აირჩიოთ: ჯგუფურად განახორციელებთ ამ აქტივობას თუ ინდივიდუალურად, თუმცა, რასაკვირველია, რაც უფრო მეტი მოხალისე ჩაერთვება და შემოგვიერთდება, მით უფრო ეფექტურად მივაღწევთ სასურველ შედეგს.

პირველი აქტივობა უკვე განხორციელდა: 23 ივნისს ჩატარდა მონაწილეთა საინფორმაციო/სასტარტო შეხვდრებითელი ქვეყნის მასშტაბით, პროექტში 200-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო, რომლებმაც თავიანთ თემში დაასუფთავეს სხვადასხვა ტერიტორია და მოაგროვეს ნარჩენები. სამოქმედო გეგმაც შევიმუშავეთ და ვემზადებით შემდეგი გასვლითი ღონისძიებისათვის – ამბობს ანა კუპრავა, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეთა კოორდინატორი.

პროექტის პოპულარიზაციის მიზნით, მოხალისეობის დროს მონაწილეები ფოტო-სურათებს იღებენ და სოციალურ ქსელებში შემდეგი ჰეშთეგებით ავრცელებენ:

#1დღეჩვენსგარემოს;

#HelpingHand;

#მემოხალისევარგახდიშენც;

#მოხალისეობასაქართველოში.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მოხალისეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: გუშინ, დიდი კმაყოფილებით ვუსმენდი ნანატრ დისკუსიას – უკიდურესად განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები როგორ კორექტულად და კარგად სვამდნენ კითხვებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: 1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება