პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის დახმარებით ერთ-ერთ თანამშრომელი გაიყვანეს, რომელიც შეუძლოდ იყო

Read Time:25 Second

პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის დახმარებით ერთ-ერთ თანამშრომელი გაიყვანეს, რომელიც შეუძლოდ იყო.

პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დეპუტატი სვეტლანა კუდბა და ენძელა მაჭავარიანი ასევე, პარლამენტის აპარატის რამდენიმე თანამშრომელი თავს შეუძლოდ გრძნობს.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ასევე მივიდა საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი.

მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდა, რომელმაც გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის სხდომათა დარბაზში ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ
Next post უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ფიცი დადეს