უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ფიცი დადეს

Read Time:25 Second

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფიცი დადეს. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, თუმცა ფიცი მხოლოდ ხუთმა მათგანმა დადო, ვინაიდან დანარჩენი ცხრა უკვე მოქმედი მოსამართლეა და მათ მოსამართლის ფიცი აქამდე ჰქონდათ დადებული.

საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადეს ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, მამუკა ვასაძემ, ქეთევან ცინცაძემ და ალექსანდრე წულაძემ.

“ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას,”- ფიცი დადეს მოსამართლეებმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის დახმარებით ერთ-ერთ თანამშრომელი გაიყვანეს, რომელიც შეუძლოდ იყო
Next post ოთარ ჩრდილელი-თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი