პარლამენტთან აქცია დასრულებულია

Read Time:30 Second

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პარლამენტთან აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიას დასუფთავების სამსახური ასუფთავებს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, 15:00 საათზე დაგეგმილი აქცია შესაძლოა, პარლამენტთან აღარ გაიმართოს.

როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიღნა ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინებენ.

პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა აქციის რამდენიმე მონაწილე. მათ ღამე კარვებში გაათენეს, რომელიც პოლიციამ დღეს დილით აიღო.

ამასთან, დღეს დილით პარლამენტთან  სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სამი პირი ამხილა.

აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა წიქარიშვილი – ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას ვწყვეტთ, სამოქმედო გეგმის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ
Next post ქართული კლუბები