ბექა წიქარიშვილი – ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას ვწყვეტთ, სამოქმედო გეგმის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ

Read Time:26 Second

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, მათი აქცია შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გაიმართოს.

როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინებენ.

​„სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით, „ფეისბუქით“ გავავრცელებთ“,- განაცხადა წიქარიშვილმა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აშალა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ შეკრებილები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ღამის ბარები და გართობა კლავს ადამიანის სულსა, ჩაგრავს ადამიანის გონებასა
Next post პარლამენტთან აქცია დასრულებულია