პარიზის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

Read Time:48 Second

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი აიღებს სტარტს. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრების სახელს ექვსი სპორტსმენი დაიცავს.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდიდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს.

60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2021 წლის ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული – ჯაბა პაპინაშვილი დაიცავს. ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, განელი სპორტსმენი ზეო აგუდო იქნება.

66 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრების სახელით 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი – ვაჟა მარგველაშვილი გამოვა. იგი ტურნირზე 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ანგოლელი ედმილსონ პედრო იქნება.

73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, წონითი პირველი ნომერი – ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.

ქართველი ძიუდოისტი პარიზის გრანდ სლემზე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ – იეჰონათან ელბაზსა და ბრაზილიელ – ჟულიო სეზარ კოდას შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მზად არის, შეასრულოს მედიატორის როლი და რუსეთ-უკრაინის სამიტს უმასპინძლოს
Next post საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი