საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი

Read Time:39 Second

საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 594 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, „პისიარ“ ტესტით – 27 494.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო შვიდი დღის – 29,28%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 295 505 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 071 560 გამოჯანმრთელდა, 15 174 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 747 141 აცრა, დღიურად აცრილია 4 224.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 840 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 954 პირი.

ამასთან, 4 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი გარდაიცვალა 39.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარიზის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
Next post მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების თუ თანხების ჩუქება, გადაცემა თუ მოპარვა არის „ნაცმოძრაობის“ სტილი