პაატა იმნაძე: რატომ უნდა დადგეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ?!

Read Time:48 Second

რატომ უნდა დადგეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ?“, – ასე უპასუხა პაატა იმნაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რა რაოდენობამდე უნდა გაიზარდოს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომ არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„საარჩევნო პროტოკოლი შემუშავებულია. ნიღაბი და დისტანცია ყველაფერზე კარგი საშუალებაა. თუ ნიღაბს ვატარებთ და დისტანციას დავიცავთ, აჭარაშიც ყველაფერი სულ მალე მოწესრიგდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 120 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 38 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჟვანია – მიუღებელია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის დაპირისპირება, ასევე დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა
Next post ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა