ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა

Read Time:1 Minute, 5 Second

 

მიუხედავად იმისა რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ პროვოკაციის ფაქტები აღიკვეთოს.

როგორც ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ არაერთხელ მოახდინეს ინციდენტების აღკვეთა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ირაკლი კობახიძებ დაასახელა, ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერის მისვლა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს იწვევდნენ, თუმცა მათი მხარდამჭრები გაფრთხილებული იყვნენ, რათა პროვოკაციას არ აყოლოდნენ.

მისი თქმით, ბოლნისში „ქართული ოცნების“ შტაბთან იყო ინციდენტი და ასევე, მეორე შემთხვევაშიც მარნეულში „ქართული ოცნების“ შტაბთან მოხდა შემთხვევა.

„რა ესაქმებოდათ „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების შტაბთან?! ორივე შემთხვევაში ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მარნეულში, გუშინ მომხდარი ინციდენტის მიზეზზეც ისაუბრა.

„გუშინაც იგივე მოხდა. დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ ათეულობით აქტივისტს და ამაზე იყო ის რეაქცია, რაც იყო. ჩვენი მოწოდებაა, უმძიმეს პროვოკაციებსაც კი არ უნდა აყვეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტივისტი. მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, აქაც უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება, არცერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი, როდესაც დედას გაგინებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე პროვოკაციები კიდევ იქნება და უფრო მეტად დამძიმდება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული.

,, ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე: რატომ უნდა დადგეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ?!
Next post ირაკლი კობახიძე დავით-გარეჯის საქმეზე: წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს