პაატა იმნაძე – ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ

Read Time:27 Second

ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, ასე რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფენრეციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, აუცილებელია თვითიზოლაციის წესების დაცვა.

„ჩამოსულებს მივმართავ კიდევ ერთხელ, მოერიდონ პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს, თავიანთი ოჯახის წევრებს. თუ თვითიზოლაციაში არიან, დაიცვან წესები. თქვენ იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს. თუ არ ვცდები, უკვე 10-ზე მეტი ადამიანია, რომელიც იძულებით გადაიყვანეს კარანტინში, რადგან არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს. აქედან გამომდინარე, ეს მუშაობა გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები”, – განაცხადა იმნაძემ.

ფოტო:tv1

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: მთავრობა 6 თვის განმავლობაში სასტუმროების სესხებზე პროცენტს თავად გადაიხდის
Next post Google-ი ქმნის ვებგვერდს, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსზე შეამოწმებს