Google-ი ქმნის ვებგვერდს, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსზე შეამოწმებს

Read Time:34 Second

კორპორაცია Google-ი მუშაობს ვებგვერდზე, რომლის მომხმარებლებიც დამოუკიდებლად დაადგენენ აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტი მუშაობის ადრეულ სტადიაზეა. პირველ ეტაპზე ვებგვერდი ტესტირებას სან-ფრანცისკოსა და ახლომდებარე ქალაქებში ჩაუტარდება, შემდეგ კი პროექტი აშშ-ის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება. ინფორაცია ვებგვერდის შექმნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი დასძინა, რომ ვებგვერდის წარდგენა უკვე 15 მარტს შედგება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე – ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ
Next post თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს