გიორგი გახარია: მთავრობა 6 თვის განმავლობაში სასტუმროების სესხებზე პროცენტს თავად გადაიხდის

Read Time:54 Second

გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრემიერმა წარადგინა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტრის შერბილებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანაგადახდის დაწყება, რაც თავად ტურისტული სექტორის მოთხოვნას წარმოადგენდა.

“ძალზედ კარგად აპრობირებული მექანიზმი, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების მექანიზმი, აქ გავზარდეთ სასტუმროების ნორმა, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე ზომის სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო. ეს შეეხება დაახლოებით 2,000 სასტუმროს.

მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და კომპანებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსურ რესურსს,”- ამბობს პრემიერი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა – სავაჭრო ობიექტების მომარაგების პრობლემა არ არსებობს
Next post პაატა იმნაძე – ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ