ნათია თურნავა – სავაჭრო ობიექტების მომარაგების პრობლემა არ არსებობს

Read Time:46 Second

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სავაჭრო ობიექტებში მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს.

მისი თქმით, წუხილის საფუძველი არ არსებობს და პროდუქტების მიწოდება სავაჭრო ქსელებისთვის ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

მინისტრმა, დღეს სავაჭრო ობიექტებში პირადად იმყოფებოდა.

„გუშინ შევხვდი სავაჭრო ობიექტებს, მათ შორის სასურსათო სავაჭრო ობიექტებს, ქსელურ მაღაზიებს. ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე. დავრწმუნდით იმაში, რომ არსებობს ჩვეულებრივი მარაგი ქვეყანაში. გავიარეთ მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი მიწოდების. ჩვენც ჩართულები ვართ ყოველ საათობრივ რეჟიმში და ვამონიტორინგებთ. მინდა, დაგარწმუნოთ რომ რაიმე წუხილის საფუძველი ამ კუთხით არ არსებობს, რადგან მაღაზიები მარაგდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ძალიან ხშირად ივსება მათი საწყობები. მოწოდება საქონლის მათ შორის პირველადი მოხმარების საქონლის ხდება უწყვეტად. რაიმე წუხილის, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს.

მინდა, ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგი არ შეწყდება. მარაგი ყოველდღიურად ახლდება, მომარაგების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის.

ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგების და ტვირთების შემოსვლას, ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე მთლიანად რეგიონის ქვეყნები ვართ თანხმობაში და კოორდინაციაში. წუხილის რაიმე საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

წყარო:tv 1

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე – გვაქვს ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გავიდნენ სამსახურში
Next post გიორგი გახარია: მთავრობა 6 თვის განმავლობაში სასტუმროების სესხებზე პროცენტს თავად გადაიხდის