პაატა იმნაძე – დარჩით სახლში, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს

Read Time:35 Second

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მთავარი რეკომენდაცია დღეს სოციალური დისტანცირებაა.

მისივე თქმით, წესები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„რეკომენდაცია ყველასათვის იგივე რჩება. ეს არის – პირველ რიგში სოციალური დისტანცირება. ეს არის ახლა მთავარი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს მაქსიმალურად. დარჩით სახლში – ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ დაავადებასთან მთავარი ბრძოლა დღეს არის სოციალური დისტანცირება. რა თქმა უნდა, მივეჩვევით ყველა სოციალური დისტანცირების წესებს. ერთ დღეში ძალიან რთული, ადამიანები ამას მიეჩვიონ. ამავე დროს, მეორეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის არც ერთი ჯგუფი არ უნდა გახადოთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი. სოციალური დისტანცირების წესები ყველამ უნდა დაიცვას, მათ შორის თქვენც. წესები კოდევ უფრო გამკაცრდება. ყოველდღიურად ვინც არღვევს ამ წესებს, ისინი დაისჯებიან“ ,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, იოლი შესასრულებელია, მთავარია, არ დავშორდეთ უფალს, არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს
Next post ამირან გამყრელიძე – სახლებში ორ-სამ ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები, მივყვეთ რეკომენდაციებს და მაშინ, დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით