ილია მეორე – შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, იოლი შესასრულებელია, მთავარია, არ დავშორდეთ უფალს, არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს

Read Time:1 Minute, 30 Second

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველი წირვა ჩატარდა, წირვის დასასრულს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

„უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. დიდი ხარ შენ უფალო, დიდება და მადლობა უფალს. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყევართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა. უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. თქვენ გეუბნებიან, რომ შორიშორს დადექითო – ეს არის საშუალება. ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს აი ამ სვლაში, ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. ჩვენ სამღვდელოებას ვუთხარი, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. მადლობა უფალს, რომ ასეთი მოწყალეა. ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მაცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია სასუფეველში. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზა, გოლგოთა უნდა გავიაროთ და უფალი გვიადვილებს ამ გზას.

საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი. ეს რაც ხდება – შორიშორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარია, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ ვამბობთ: ჩვენთან არს ღმერთი – ეს არის მთავარი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით. წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია, არ შეგეშინდეთ უფალი ჩვენთან არს.

ასევე მინდა შეგახსენოთ რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი და ყოველდღე უნდა ისხუროთ. თქვენ თვითონ თქვენს ოჯახს ასხუროთ და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი“, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ტაძარში სტიქაროსნები მრევლს მიუთითებენ, რომ რამდენიმემეტრიანი დისტანცია დაიცვან. ასევე ყოველ ჯერზე, როცა მრევლი ემთხვევა ხატს, სტიქაროსნები სადეზინფექციო სნარით ასუფთავებენ ზედაპირს. ზიარების წესი არ შეცვლილა. მრევლი 1 კოვზიდან ეზიარა. მრევლის ნაწილი ეკლესიის ეზოში ლოცულობს და წირვას გარეთ დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით ისმენს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში პირველი წირვა ტარდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ბედის მადლიერი უნდა იყვნენ ის ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც ამ მომენტში საქართველოში აღმოჩნდნენ და არა უცხოეთში
Next post პაატა იმნაძე – დარჩით სახლში, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს