თენგიზ ცერცვაძე: ბედის მადლიერი უნდა იყვნენ ის ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც ამ მომენტში საქართველოში აღმოჩნდნენ და არა უცხოეთში

Read Time:1 Minute, 9 Second

ძალიან კარგი საქმე გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ აამუშავა ონლაინ საკომუნიკაციო ხაზი, სადაც ჩვენი ცენტრის თანამშრომლები ონლაინ კონსულტაციებს უწევენ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეკითხვები აქვთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მოსახლეობას აქვს ზოგჯერ ასეთი სისუსტე, რომ უცხოეთში ყველაფერი კარგია და ჩვენთან ცუდი.

„მინდა ვუთხრა საზოგადოებას ის მაგალითები, რაც ამ ონლაინ კონსულტაციების საფუძველზე დაგროვდა. მაგალითად, ბილბაოდან ცოლ-ქმარი დაგვიკავშირდა და გვეუბნება, რომ ის და მისი მეუღლე იყვნენ ავად, სავარაუდოდ, კორონავირუსით და გვკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. ავუხსენით, რომ პირველ რიგში მიეკითხათ სამედიცინო დაწესებულებისთვის. როგორც გვითხრეს, ისინი უკვე იყვნენ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც განუმარტეს, რომ პაციენტების სიმრავლე ჰქონდათ და საავადმოყოფოსთვის მიეკითხათ იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის უკმარისობა დაეწყებოდათ. შემდეგ საკითხზე, რომ ანალიზი მაინც აეღოთ, რათა სცოდნოდათ ნამდვილად კორონავირუსი ჰქონდათ თუ არა, გვიპასუხეს, რომ ვერც ეს მოხერხდებოდა, რადგან ბილბაოში კორონავირუსზე ანალიზი არ ტარდება, სინჯი უნდა გაიგზავნოს მადრიდში და იქიდან პასუხის მიღებას დიდი დრო დასჭირდებაო. ანალოგიური კითხვები და ვითარებაა იტალიიდან და სხვა განვითარებული ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი ამერიკიდან დაუკავშირდა მათ და უთხრეს, რომ უხარიათ, რომ მათი შვილები საქართველოში იმყოფებიან, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში საქართველოში გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ამერიკაში.

„აქედან ორი დასკვნა გავაკეთე, ბედის მადლიერი უნდა იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ მომენტში საქართველოში აღმოჩნდნენ და არა უცხოეთში და მეორე, მინდა მივმართო მთავრობას, მათ მიმართვა არ სჭირდებათ, რადგან ისედაც იღებენ შესაბამის ზომებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა მიზნით იმყოფებოდა გიორგი გახარია საპატრიარქოში – ჯაღმაიძის კომენტარი
Next post ილია მეორე – შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, იოლი შესასრულებელია, მთავარია, არ დავშორდეთ უფალს, არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს