ამირან გამყრელიძე – სახლებში ორ-სამ ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები, მივყვეთ რეკომენდაციებს და მაშინ, დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით

Read Time:42 Second

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საგანაგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემის პრევენციას შეუწყობს ხელს.

„სწრაფი ეპიდაფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქვეყანაში, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საგანაგებო მდგომარეობა, რაც სახელმწიფომ გუშინ გამოაცხადა, ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი ეპიდემის პრევენციას. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავგეთ – სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა.

„დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა. ყველამ დავიცვათ ეს მთავარი რეკომენდაცია, რადგან სოციალურ დისტანცირებაზე კარგი იარაღი და ღონისძიება ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარების, არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, იგივე სახლებში ორ-სამ ადამიანზე ბევრი არ დავპატიჟოთ. თავი ავარიდოთ და არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები. მოგეხსენებათ, ახლა ეს კანონითაც აკრძალულია და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე – დარჩით სახლში, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს
Next post ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა