პაატა იმნაძე: ბოლნისი არის მინიმოდელი, თუ რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობის ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონავირუსის არსებობა

Read Time:29 Second

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახით, ჩვენ გვაქვს საქართველოში მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როცა ადამიანების ნაწილს არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“.

„ესაა მუნიციპალიტეტი, სადაც დღემდე შემთხვევების საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. ესაა მინიმოდელი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში, მოსახლეობის ერთ ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონავირუსის არსებობა. მართალია, პიკი გადავლახეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. თუ ქვეყნის გახსნის დროს ყველას დაგვავიწყდება, რომ კორონა არ გამქრალა და ის ისევ ჩვენ გვერდითაა, სიტუაცია შეიცვლება. ახლა სახელმწიფო რეგუაციების დრო მცირდება და იწყება ჩვენი, ადამიანების პირადი პასუხისმგებლობის მატების დრო“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკაში მცხოვრები თამარ თორაძე დონალდ ტრამპს, სენატორ რიშს და სენატორ შაჰინს მიმართავს – გიორგი რურუა ცივსისხლიანი მკვლელია
Next post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 26 კი გამოჯანმრთელდა