“ოსკარის” მფლობელ ქალებს შორის საუკეთესო მსახიობი დასახელდა

Read Time:30 Second

კინოკრიტიკოსმა პიტერ ბრედშოუმ “ოსკარის” მქონე ქალ მსახიობებს შორის საუკეთესო გამოავლინა. რეიტინგს გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.

სიის სათავეში ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი აღმოჩნდა, რომელიც ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს გამარჯვებული სამჯერ გახდა. ბრედშოუმ განსაკუთრებით აღნიშნა სტრიპის უნიკალური შესრულება ფილმში “სოფის არჩევანი”.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ ელიზაბეტ ტეილორი, ინგრიდ ბერგმანი, ჯოან ფონტეინი და ფრენსის მაკდორმენდი. აღსანიშნავია, რომ The Guardian-ის მკითხველების არჩევანი არ დაემთხვა ბრედშოუს გადაწყვეტილებას. მომხმარებლებმა უპირატესობა ფრენსის მაკდორმენს მიანიჭეს, რომელმაც “ოსკარი” ფილმისთვის “ფარგო” აიღო.

გასულ კვირას ბრედშოუმ კიდევ ერთი სია შეადგინა, რომელშიც მეორეხარისხოვანი როლისთვის ქალის საუკეთესო სამსახიობო შესრულებაზე ლაპარაკობდა.  სიის სათავეში ჰეტი მაკდანიელი აღმოჩნდა, რომელმაც ცნობილ ფილმში “ქარწაღებულნი” მსახურის როლი შეასრულა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩინური ახალი წლის გამო, თბილისის ანძა წითლად გაანათეს
Next post ჟურნალ International Investment-ის კვლევის თანახმად, რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდით საქართველო პირველ ადგილზეა