ჟურნალ International Investment-ის კვლევის თანახმად, რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდით საქართველო პირველ ადგილზეა

Read Time:43 Second

რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდით საქართველო პირველ ადგილზეა. ჟურნალ  International Investment-ის კვლევის თანახმად, 2014-დან 2017 წლამდე რუსი ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად ოთხ ქვეყანაში გაიზარდა: საქართველო, კვიპროსი, ჩინეთი, თურქეთი. მათ შორის კი, საქართველოში ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება.

2017 წლის პირველ სამ თვეში (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), რუსი ტურისტების 94.20%-იანი ზრდა შეინიშნება. 2017 წლის სრული მაჩვენებელი კი, 2014 წელთან შედარებით, 116%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სარეიტინგო სიაში მეორე ადგილზე მყოფ კვიპროსს; 2017 წლის პირველ სამ თვეში (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), რუსი ტურისტების 23.40%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის სრული მაჩვენებელი კი, 2014 წელთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა.

გასულ წელს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზე დაფიქსირდა 3.70 ქულით. ინდექსი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, საქართველომ 1 პოზიციით წინ წაიწია – 2015 წელს საქართველო 71-ე ადგილზე იყო 3.68 ქულით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ოსკარის” მფლობელ ქალებს შორის საუკეთესო მსახიობი დასახელდა
Next post საპატრიარქოსთან არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას მიიღებს