ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე სოციალური მუშაკები და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი სამსახურიდან გათავისუფლდნენ

Read Time:1 Minute, 10 Second

ნაძალადევის რაიონში ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვეს, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის მიმართ, რომელთაც ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა, პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა და შესაბამისად, ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, ​საკუთარი მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, სოციალური მუშაკების მხრიდან ბიოლოგიურ ოჯახში საკმარისი რაოდენობის ვიზიტები არ ხორციელდებოდა. გარდა ამისა, ბიოლოგიურ ოჯახს არ უნდა ჰქონოდა უფლება, ბავშვი მთელი ღამის განმავლობაში წაეყვანა.

„რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა, 2018 წელს დაიგეგმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ. რასაკვირველია, სისტემური რეფორმა თავისთავად გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა 22 იანვარს დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 24 იანვარს შეეფარდა. ლეილა ქსოვრელს ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ედება ბრალად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გორის მაჟორიტარს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს
Next post ნორმანდიაში იმ თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს, რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა