ნორმანდიაში იმ თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს, რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა

Read Time:27 Second

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 2 სავარძელი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ იმ მცირეძრავიან თვითმფრინავს ეკუთვნის, რომლის ბორტზე „კარდიფ სიტის“ არგენტინელი ფეხბურთელი, ემილიანო სალა იყო. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ საჰაერო ინციდენტების გამოძიების ბრიტანულმა სამსახურმა განაცხადა.

სავარძლის ფრაგმენტი 28 იანვარს დილით ნორმანდიის სანაპიროებზე აღმოაჩინეს. იმავე დღეს მეორე სავარძელი იპოვეს.

სამძებრო ოპერაციის განახლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პლატფორმაზე GoFundMe 339 000 ევრო შეგროვდა. ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოების განახლების მოთხოვნით პეტიცია 25 იანვარს შეიქმნა.

ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი ავიაკატასტროფამდე 1 კვირით ადრე მოაწერა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე სოციალური მუშაკები და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი სამსახურიდან გათავისუფლდნენ
Next post რუმინეთში გრიპის ვირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა