![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2022/02/Capture-3.png)
ოთარ შამუგია: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.
„დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.
„გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პენსიის რამდენი ლარით მატებაა მოსალოდნელი 2025 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 31 მაისს აპრილში ეკონომიკური ზრდის, დღეს კი მაისში ინფლაციის დონის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები. სახელმწიფო პენსიის შესახებ...
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia -...
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება
მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13...
ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო
ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო?
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით...
“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...