ოთარ შამუგია: პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი წესრიგშია
შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება, რომ აღმოიფხვრას. რეალურად, მარაგის პრობლემა რომ იყოს ქვეყანაში, მაშინ შევსება ვერ მოხდებოდა და დეფიციტთან გვექნებოდა საქმე. ამ პროცესს ბიზნესთან ერთად ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ აქ მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გველოდება უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ გაფრემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან. ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოსახლეობის ნაწილმა აბსოლუტურად არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შექმნის მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს, ისე რომ შეფერხება არ არის. შემოდის პროდუქტები ქვეყანაში, როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. მითუმეტეს, რომ შაქარი არ შემოგვაქვს ჩვენ არც უკრაინიდან და არც რუსეთიდან, შესაბამისად ამ აჟიოტაჟს საფუძველია არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან მიმართებაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში არსებობს შესაბამისი მარაგები როგორც ხორბლის ასევე ფქვილის. ვთანამშრომლობთ ჩვენ კერძო სექტორთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ შესაბამის ბაზრების მოძიების პროცესში. დღესდღეობით ამ მიმართულებით, ჩვენ ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი არის წესრიგში.
შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება, რომ აღმოიფხვრას. რეალურად, მარაგის პრობლემა რომ იყოს ქვეყანაში, მაშინ შევსება ვერ მოხდებოდა და დეფიციტთან გვექნებოდა საქმე. ამ პროცესს ბიზნესთან ერთად ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ აქ მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გველოდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა შამუგიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პენსიის რამდენი ლარით მატებაა მოსალოდნელი 2025 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 31 მაისს აპრილში ეკონომიკური ზრდის, დღეს კი მაისში ინფლაციის დონის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები. სახელმწიფო პენსიის შესახებ...
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia -...
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება
მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13...
ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო
ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო?
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით...
“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...