ნუგზარ წიკლაური: „ქართული ოცნება“ ახლა უმძიმეს დარტყმებს იღებს და ეს დარტყმები კიდევ გაგრძელდება

Read Time:39 Second

„ქართული ოცნება“ ახლა უმძიმეს დარტყმებს იღებს და ეს დარტყმები კიდევ გაგრძელდება – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მსოფლიო მორალური ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი განცხადება არ მგონია, რომ იზოლირებული ინციდენტია და ამით დასრულდება. ამერიკელების და დემოკრატიული პრესის მზარდი აქტიურობაა ამ მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რამხელა ფასს იხდის იმის გამო, რომ თავისი კანიბალური ვნებები დაიკმაყოფილოს. არ მგონია, ვერ აცნობიერებდნენ, რამხელა შეიძლება იყოს ზიანი, პოლიტიკური კეთროვანებით მათი პოლიტიკური გუნდისა და ივანიშვილის მიმართ. ამიტომ მიმაჩნია, რომ აქ კიდევ სხვა ფაქტორია. ეს ფაქტორი უკავშირდება იმ ადამიანს, სადაური ოლიგარქიცაა ბიძინა ივანიშვილი – ეს უკავშირდება რუსეთს და პუტინს. ამ ცივილიზაციურ გზაგასაყარზე იღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას. ამიტომ, არა მხოლოდ სააკაშვილის საქმე, არამედ ბევრი სხვა საკითხია, სადაც ვხედავთ, რომ ისინი რუსული რეგრესის გზას ირჩევენ. მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნამდვილადაა ერთიანი ცივილიზაციური კონტექსტის ნაწილი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი სააკაშვილზე: უარს ამბობს იკვებოს, იმკურნალოს და არის მხოლოდ კაპრიზებით დაკავებული. ეს თვითდაზიანებად შეიძლება შეფასდეს
Next post ანა წითლიძე: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეათე ხარისხოვანია, პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან და ამ ქვეყანაში რაც ხდება იმასთან შედარებით