თეა წულუკიანი სააკაშვილზე: უარს ამბობს იკვებოს, იმკურნალოს და არის მხოლოდ კაპრიზებით დაკავებული. ეს თვითდაზიანებად შეიძლება შეფასდეს

Read Time:1 Minute, 23 Second

პატიმრობა არ არის ლხინი, ეს ყველასთვის გასაჭირი და მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ, პატიმრების უმრავლესობა, ვინც მე შემხვედრია, არის ადეკვატური. მაინც იცის, რომ დააშავა და სასჯელი უნდა მოიხადოს. არის უმცირესობა პატიმრობის, რომელიც უარყოფს სასჯელს. მე ვყოფილვარ ისეთ პატიმრებთან, რომელთაც საკუთარი თავი სერიოზულად დაუზიანებიათ და ჩვენ გადაგვირჩენია, თუმცა ის ზიანი ვერ გამოგვისწორებია რაც საკუთარ თავს მიაყენა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„უამრავი ტიპის, რომც ვერ მოიფიქრებს ადამიანი ისეთი საქციელი ჩაუდენია ზოგიერთ პატიმარს, საკუთარი თავის წინააღმდეგ, იმიტომ რომ უარყოფს სასჯელს. ვფიქრობ იგივე მდგომარეობაშია სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკურად პრაქტიკულად განულებულია. მან ვერ მიაღწია საკუთარ მიზანს რაც ჰქონდა, რომ ეს ხელისუფლება ჩამოეგდო, რომ საქართველოში თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოსულიყო საქართველოში, შემოიპარა. მერე მოატყუეს, თუ მოატყუა საკუთარი თავი. გეგმის ნაწილი ალბათ იყო მისი ქვეყანაში შემოპარება, ესეც ჩაფლავდა და ის დათრგუნულობა, რომელშიც ის სავარაუდოდ იმყოფება აბსოლუტურად გასაგებია. მეორეს მხრივ, სასჯელის გადავადება-არ გადავადება მოსამართლის ხელშია. ის კადრები რაც ვნახეთ, აქედან ჩანს ცალსახად, რომ ის არავითარი წამების მსხვერპლი არ არის და მხოლოდ მარგველაშვილისნაირი თუ იკადრებს იმის თქმას, რომ ეს თურმე წამებაა, რომ პატიმარი ოროთახიან პალატაში, სამოქალაქო კლინიკაში ცხოვრობდეს პატიმარი და თავს ევლებოდეს ყველა მას. რომ ასეულობით ვიზიტორი ჰყავს, რაც სხვა პატიმრების შემთხვევაში ასე ვერ არის და არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამ პირობებში ითქვას, რომ ეს არის წამება, აბსოლუტურად უნდა გაიწყვიტო სინდისი. თვითდაზიანებაა პროცესი, რასაც ის თავის თავის წინააღმდეგ ახორციელებს. უარს ამბობს ანალიზებზე, რომ გაირკვეს, მართალს ამბობენ თუ არა მისი დაქირავებული ექსპერტები, რომ თითქოს და მას აქვს გარკვეული ნივთიერებები. მოვისმინეთ, რომ უარს ამბობს იკვებოს, იმკურნალოს და არის მხოლოდ კაპრიზებით დაკავებული. ეს თვითდაზიანებად შეიძლება შეფასდეს, რომელსაც მოჰყვება ცუდი შედეგი. იქნება დასუსტებული, გაღიზიანებული. მაშინაც კი, როცა ის ხელისუფლების სათავეში იყო და მისი გაგებით ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა, დიდი გაწონასწორებული ქცევით არ გამოირჩეოდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე-ამ კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ყოველთვის ჰქონდა, ამის შედეგი იყო გირგვლიანის მკვლელების ანგარებით შეწყალება, ასეულობით პატიმრის მკვლელობა
Next post ნუგზარ წიკლაური: „ქართული ოცნება“ ახლა უმძიმეს დარტყმებს იღებს და ეს დარტყმები კიდევ გაგრძელდება