ანა წითლიძე: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეათე ხარისხოვანია, პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან და ამ ქვეყანაში რაც ხდება იმასთან შედარებით

Read Time:48 Second

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეათე ხარისხოვანია, პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან და ამ ქვეყანაში რაც ხდება იმასთან შედარებით – ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ არ მინდა ჩვენი შიმშილობით საზოგადოება დავამძიმო. პირიქით, ბოდიშს ვუხდი, ვინც ჩემდა უნებურად დავამძიმე და ჩვენს ჯანმრთელობაზე ნერვიულობს.

ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, უკიდურესი პროტესტის გამოხატვა ამ ფორმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელეს. ამიტომაც, მე ვთვლი, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მეათე ხარისხოვანი, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შედარებით და იმასთან შედარებით, რაც ამ ქვეყანაში ხდება”- აცხადებს ანა წითლიძე.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი – დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს. კირკიტაძე და წითლიძე მე-7 დღეა შიმშილობენ, ჯანაშია კი მე-6 დღე. ისინი პროტესტის ამ ფორმით, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანას მოითხოვენ. ცნობისათვის, ამ მოთხოვნით თავდაპირველად 15 დეკემბერს პარლამენტში, დეპუტატებმა: ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს. თუმცა აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა. მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნუგზარ წიკლაური: „ქართული ოცნება“ ახლა უმძიმეს დარტყმებს იღებს და ეს დარტყმები კიდევ გაგრძელდება
Next post თეა წულუკიანი: სიმართლე არის ერთადერთი – საქართველო თავს არავის დასხმია, საქართველოს თვითონ დაესხნენ თავს; არცერთ ქართველს არავის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა არ უწარმოებია – ქართველები იყვნენ და არიან ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი