ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქრული ფიგურებით დაამზადებინა♞

Read Time:24 Second

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქრული ფიგურებით დაამზადებინა, რომლითაც არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის, პირველი სანაკრებო ტიტულის „კოპა ამერიკის” ჩემპიონობის მილოცვას აპირებს. საჩუქარი გაფრინდაშვილმა ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა.

„რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა.
ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა. ვფიქრობ, ეს საჩუქარი მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“, – განაცხადა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ჩემი წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი
Next post მამუკა მდინარაძე: 5 ივლისი ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელია