მამუკა მდინარაძე: 5 ივლისი ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელია

Read Time:36 Second

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ვალდებულება, ყველა შესაბამისი, სახელმწიფო უწყების, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ის პირები, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტებზე იძალადეს, არ დაისჯებიან, ყველა ერთად მოსთხოვს პასუხს იმ ორგანოს, ვისი ვალდებულებაც საქმის გამოძიებაა.

„5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ვალდებულება, ყველა შესაბამისი, სახელმწიფო უწყების და თუ ჩვენ და თქვენ კითხვები დაგრჩებათ, რომელიმე მოძალადესთან დაკავშირებით; თუკი იქნება ელემენტარული მტკიცებულება მაინც, რომ კონკრეტულ ადამიანებს შორის იყო კავშირი, რაც მათ ორგანიზებაზე მეტყველებს და ეს ადამიანები არ დაისჯებიან, მაშინ თქვენ და მე, ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა და არ გააკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქრული ფიგურებით დაამზადებინა♞
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა