ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს რუსულ სამხედრო ბაზაზე სცემეს

Read Time:1 Minute, 40 Second

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოკუპანტების მიერ 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმიანება. სპეციალური განცხადება ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ლომჯარია წერს, მას ცხინვალიდან ახალი ინფორმაცია აქვს.

 

“საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს,”- წერს ლომჯარია.

ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ არა 2-თვიანი, არამედ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია.

 

“სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს – მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანონ დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა ან არსებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობის გაფართოება და დახვეწა. ეს შეიძლება მოიცავდეს დაკავებულის პირდაპირ სატელეფონო კავშირს ოჯახთან, კონკრეტული პირებისათვის პატიმართა/დაკავებულთა მდგომარეობის, დაკავების პირობების შემოწმების მანდატის მინიჭებას, და ა.შ. ამის გარდა, უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რესეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებებმა მისცენ შეუფერხებელი და შეუზღუდავი დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე დახურულ დაწესებულებებში,”- წერია განცხადებაში.

 

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მობილიზებულია ყველა, რათა მაია ოთინაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს.

 

37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოთხი დღის განმავლობაში მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის რუსეთის მორიგი პროვოკაცია. რადგან კრემლი გაეროში საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლამ გააღიზიანა.

 

27 სექტემბერს, მამუკა ბახტაძე გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა. მან რუსეთს ტრიბუნიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა.

 

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი და აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურნენ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერმინისტრის გაეროს ასამბლეის 73-ე სესიაზე წარმოთქმულ სიტყვას კრიტიკულად შეხვდა

წყარო:imedinews.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: შავი ძალა და „კაგებეშნიკი“ ვინ არის, იცის ხალხმა და ამას პასუხი ზუსტად 28 ოქტომბერს გაეცემა
Next post ლევან ყიფიანი – იმდენს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ