ნიკო ფიროსმანის “სააღდგომო ბატკანი” მესაკუთრეს დაუბრუნდა

Read Time:1 Minute, 29 Second

ნიკო ფიროსმანის “სააღდგომო ბატკანი” მესაკუთრეს დაუბრუნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახს 2011 წელს ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფიროსმანის ტილო დაუბრუნდა.

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მამამ დ.ა.-მ 2009 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართა და წარდგენილ ნიმუშზე ნიკო ფიროსმანაშვილის ,,სააღდგომო ბატკანი“, შესაბამისობის დადასტურება და დასკვნის გაცემა მოითხოვა. სამინისტროში წარდგენილ ნიმუშს თან ერთვოდა ანტიკვარული სალონის დირექტორის მ.შ.-ს მიერ გაცემული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2010 წელს ოჯახს მინისტრ ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით წერილობითი პასუხი დაუბრუნდა, რომ ,,სააღდგომო ბატკანი“ არ მიეკუთვნებოდა ფიროსმანის შემოქმედებას, თუმცა მალევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე და ბრალი წარედგინა, როგორც დ.ა.-ს (მოსაჩელის მამა) ასევე, ანტიკვარული სალონის დირექტორს მ.შ.-ს. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით, კი ფერწერული სურათი „ბატკანი“ სავარაუდოდ ნ. ფიროსმანაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში გახლდათ. 2012 წლის 5 ივნისს ბრალდებულ მ. შ.-სთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ფიროსმანის სურათი გადაეცა სახელმწიფოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ტილო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 ოქტომბერის განაჩენით, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი მ.შ.-ს უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტების საფუძველზე, გააუქმა 2012 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო. სისხლის სამართლის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლომ სარჩელის განხილვისას, მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მოსარჩელე ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ მესაკუთრეა, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმი არამართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის ნ.ა.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა,“ – ნათქვამია ინფორმციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს
Next post ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმითს შეხვდა.