კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს

Read Time:50 Second

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება დაამტკიცა და საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები, როგორც  ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების, ისე ვებ-გვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ.  აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ივნისიდან შევა.

კომუნიკაციების კომისია 1 ივნისიდან მშობლებს აძლევს შესაძლებლობას  საკუთარი შვილები ონლაინ საფრთხეებისგან  დაიცვან. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის საფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი სწორედ მშობელს აკისრია. იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა  კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

მეორე მხრივ, კომისიამ ვებ-გვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება საკუთარ ვებ-გვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებ-გვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია.

ინტერნეტში ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებ-გვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც შეცვლის კურსს, სააკუთარ არჩევანს, ყველას შეგიძლიათ, ამაში იყოთ დარწმუნებული
Next post ნიკო ფიროსმანის “სააღდგომო ბატკანი” მესაკუთრეს დაუბრუნდა