ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

Read Time:36 Second

დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22-ე ჩოგანი) ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერი, 26 წლის ფრანგი არტურ რინდერკნეხი მარტივად, ორ სეტში 6:4, 6:2 დაამარცხა და ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტსა (16) და კარენ ხაჩანოვს (27) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებასთან ძალიან ახლოსაა.

ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი, პირველი კი კანადელი დენის შაპოვალოვი იყო, რომელიც ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ტურნირზე მერვედფინალში შვედი ელიას იმერი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უნგრელ მარტან ფუჩოვიჩს სძლია.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ოქტომბრის შემდეგ ერთეულებში თამაში არ ჰქონდა მოგებული. საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰას ტურნირში ასევე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობდა, სადაც ქართველი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად მეოთხედფინალში დამარცხდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება
Next post გია ხუხაშვილი: ბატონ ბიძინას ვუსურვებ სულიერ სიმშვიდეს, რომელსაც ვერც იყიდი და ვერც ძალაუფლებით მოიპოვებ