ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება

Read Time:29 Second

საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრთან, ბენი განცთან ნაყოფიერი საუბარი გაიმართა.

„ძალიან კარგი საუბარი შედგა ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან, ბენი განცთან. საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება საერთო ინტერესების სფეროში ჩვენი კავშირების გაძლიერების შედეგად“, – აცხადებს პრემიერი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია მეზვრიშვილი: სანამ “ოცნება” ჭორაობს, ჩვენ წინ მივდივართ და შეიძლება გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ ოპოზიციაში არიან
Next post ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია