ნათია მეზვრიშვილი: სანამ “ოცნება” ჭორაობს, ჩვენ წინ მივდივართ და შეიძლება გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ ოპოზიციაში არიან

Read Time:29 Second

სანამ “ოცნება” ჭორაობს, ჩვენ წინ მივდივართ და შეიძლება გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ ოპოზიციაში არიან, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ერთპიროვნული მმართველობის დასასრული დაიწყო მუნიციპალიტეტების დონეზე. ერთი წლის დაფუძნებულიც არ არის პარტია და 4 მუნიციპალიტეტში გავხდით საკრებულოს თავმჯდომარე. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ამ თანმიმდევრული ნაბიჯებით ვაპირებთ გაგრძელებას. ჩვენი მიზანი გრძელვადიანში მთელი ქვეყნის მასშტაბით ცვლილებებია, ის, რაც ახლა მუნიციპალიტეტებში დავიწყეთ. ამიტომ, “ოცნებას” ვურჩევდი, რომ ნაცვლად ჭორაობისა, პრობლემებზე გააკეთონ მეტი აქცენტი. სანამ ისინი ჭორაობენ, ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ ოპოზიციაში არიან,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონფერენციაზე გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე ისაუბრა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება