ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განსახილველად საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებს გადაეცემათ

Read Time:36 Second

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განსახილველად უნდა გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა მოგვმართავს წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე, რაც ეხება ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხს. ეს წინადადება უნდა გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს განსახილველად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა რომ „ნიკა მელიას იმუნიტეტს მოვუხსნით, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, შეგნებულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს“.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ კანონი და სახელმწიფო მას დაიცავს
Next post გიგა ბოკერია: სამოქალაქო და პარტიული პროტესტის პირველი ფაზა, იქნება მნიშვნელოვანი და მწვავე