გიგა ბოკერია: სამოქალაქო და პარტიული პროტესტის პირველი ფაზა, იქნება მნიშვნელოვანი და მწვავე

Read Time:1 Minute, 3 Second

მომწიფდა ვითარება, რომ სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს პარტიებიც შეუერთდნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„სამოქალაქო აქტივი აღშფოთებას გამოხატავს ამ რეჟიმის, მოპარული არჩევნების, ამ რეგულაციების, რომელმაც წელში გაწყვიტა ეკონომიკა და კიდევ, მათი უტიფრობის რომ ჯანდაცვაში გადავიხადეთ ძალიან მძიმე ფასი. დიახ ამ კონსულტაციების შედეგად, კონკრეტული თარიღები გავიარეთ. მხოლოდ 25 თებერვალზე არაა საუბარი, ამ დღეს გაიმართება პირველი აქცია-მსვლელობა თბილისში. 25 თებერვალი არის სიმბოლური თარიღი, ტრაგიკული დღე, როცა 100 წლის წინ როცა ჩვენს ქვეყანას ლიბერალური დემოკრატიის შანსი წაართვეს ძალით და სისხლით ჩაახშეს ეს მსვლელობა ქართველი ხალხის. ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ამ რეჟიმისგან და სიმბოლურია, რომ საპროტესტო აქციას ვმართავთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საზოგადოება თავისუფლების ხელახლა წართმევას არ დაუშვებს. „ამას მოჰყვება რამდენიმე აქცია რეგიონში. შემდეგ კიდევ იქნება აქცია 31 მარტს თბილისში. ასევე სიმბოლურ დღეს ჩვენს ისტორიაში, როცა ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი ნება თავისუფლების. ჩვენ მორალურად მოვალე ვართ, რომ ეს თავისუფლება დავიცვათ“, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, სამოქალაქო და პარტიული პროტესტის პირველი ფაზა, იქნება მნიშვნელოვანი და მწვავე. „ჩვენ არ გვაქვს ის ტაქტიკა, რომ ერთი განკითხვის დღე დავაფიქსიროთ და მერე მორჩება, არა, რამდენი ხანიც იქნება საჭირო, ვიქნებით მზად, რომ ეს პროტესტი იყოს მზარდი, მიუხედავად ბუნებრივი ბარიერებისა რომ არის კოვიდი და სხვა ფაქტორები. საბოლოო ჯამში, უნდა მივაღწიოთ იმას რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განსახილველად საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებს გადაეცემათ
Next post შალვა პაპუაშვილი: ცესკო უნდა დაკომპლექტდეს ისე, რომ სრული ნდობა არსებობდეს