შალვა პაპუაშვილი: ცესკო უნდა დაკომპლექტდეს ისე, რომ სრული ნდობა არსებობდეს

Read Time:35 Second

„ქართული ოცნების“ წევრი, საარჩევნო სისტემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი განიხილეს. მისივე განცხადებით, მხარეებმა განსხვავებულ ვერსიებზე ისაუბრეს.

„მემორანდუმში გათვალისწინებულია სრულად პროფესიულ სისტემაზე გადასვლა და საუბარი გვქონდა იმაზე, ეს სისტემა იყოს, თუ – სხვა. ამასთან, განვიხილეთ, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ისე, რომ არსებობდეს სრული ნდობა. განვიხილეთ სხვადასხვა ვერსია. პარასკევს გვექნება სავარაუდოდ, შემდეგი შეხვედრა და დეტალურად განვიხილავთ სხვა საკითხებს. ცესკოს დაკომპლექტების შესახებ, ძირითადი პოზიცია იყო, რომ სრულიად პროფესიული იყოს. იყო მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე, შეიძლება, შერეული სისტემაც იყოს. ვფიქრობთ, რომ კარგია პროფესიული სისტემა. აქ ერთადერთი კითხვის ნიშნები უკავშირდება მიკერძოებას დაკომპლექტების პროცესში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია: სამოქალაქო და პარტიული პროტესტის პირველი ფაზა, იქნება მნიშვნელოვანი და მწვავე
Next post ლევან იოსელიანი: მემორანდუმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა წარადგინოს ცესკოს კანდიდატები