ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ კანონი და სახელმწიფო მას დაიცავს

Read Time:51 Second

ჩვენ გვაქვს საქმე ოპოზიციის მხრიდან პერმამენტული პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან. რადგან, როდესაც მათ დამარცხება იგემეს არჩევნებში და დაიწყეს პოლიტიკური კამპანია „არჩევნები გაყალბდა“, აღმოჩნდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლოა და კრიტიკას ვერ უძლებდა ვერც ერთ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუახედავად ამისა, მმართველმა პარტიამ მათ შესთავაზა დიალოგის ფორმატი და საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„მათგან მივიღეთ ცივი უარი. ჩვენზე უკეთ იციან, რომ 2-მა მილიონმა ქართველმა ამომრჩეველმა სავსებით სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებში ხმა მისცა ისე, როგორც მისცა. უბრალოდ მათ ვერ გაიმარჯვეს. ეს პროვოკაცია ვერ გამოუვიდათ. სწორედ ამ პროვოკაციის შემდეგომი ეტაპი არის ის, რომ მათ დემონსტაციულად მთელ საზოგადოებას, სახელმწიფოს, დემოკრატიას უტიფრად გამოუცხადეს, რომ ჩვენ არ დავემორჩილებით არც ერთ კანონს“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვალდებულია საქართველოს მოქალაქეებს დაანახოს, რომ სახელმწიფო ფუნქციონირებს.

„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ კანონი და სახელმწიფო მას დაიცავს. ჩვენ თუ ეს გრძნობა მოვშალეთ მოსახლეობაში იმის გამო, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკოსი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია და მოდი, კანონი არ ვაკანონოთ, მაშინ ყველანაირი კრიმინალი, ქაოსის გამომწვევი ელემენტი ყველაფერზე წავა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება
Next post ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განსახილველად საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებს გადაეცემათ