ილია მეორე: მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება

Read Time:1 Minute, 0 Second

მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისთვის ისინი ლოცულობენ.

„ეს არის შეხვედრა ძველისა და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა. ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი.

თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალა, მადლიც ეძლევა.

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს!

ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ. დღეს არის განწმენდის დღე; დღეს წყალობა ღვთისა განსაკუთრებით სუფევს ჩვენ ზედა. დღეს არის ის დღე, როცა შვილები ლოცავენ თავიანთ მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ“, – განაცხადა პატრიარქმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოსწავლეთა უმეტესობამ სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება ამჯობინა
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ კანონი და სახელმწიფო მას დაიცავს