ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

Read Time:27 Second
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.
 
ამის შესახებ მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც თბილისის მერიის კოალიციური გუნდის წევრებს წარადგენს.
 
ნიკა მელიას თქმით, ის იქნება ბრძოლის ავანგარდში დედაქალაქის მთავრობის რიგებში.
 
„იბრძოლებს ჩვენი შვილებისა და მხცოვანი ადამიანების კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
ნიკა მელიას თქმით, მამუკა ხაზარაძე ყველაფერს გააკეთებს, რომ ცხოვრების სტანდარტი ამაღლდეს.
 
„მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე თქვენი საუკეთესო პარტნიორი , თქვენი მეგობარი, თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭვუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს“, – განაცხადა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის ციხეში და სულ მცირე ექვსი წელი იქ იჯდება
Next post ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის მოადგილეები ასევე ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იქნებიან